| | მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ რაც განადგურებულ იქნა ხიროსიმა და ნაგასაკი, მეცნიერება იქცა ყველაზე პრიორიტეტულ დარგად მთელ მსოფლიოში. ამერიკამ კინაღამ წააგო ”ატომური ბომბებით რბოლა”. ეს აღარ უნდა განმეორდეს. ალბერტ აინშტაინისა და სხვა მეცნიერების დახმარებით ამერიკის პრეზიდენტმა გარი ტრუმანმა გადაწყვიტა დაეწყო ატომური ბომბის დამზადების ექსპერიმენტები რათა შეენარჩუნებინა ამერიკის ბატონობა მსოფლიოზე. ამ პროექტზე მუშაობდნენ მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები, ეს იყო სრულიად გასაიდუმლოებული და ყველასთვის უცნობი ადგილი, ისინი წლობით ცხოვრობდნენ იქ თავის ოჯახებთან ერთად, ქონდათ ყველანაირი კომფორტი, მაგრამ ისინი არ ახსოვდა არავის, რადგან ეს ზესაიდუმლო მხოლოდ რჩეულთათვის იყო ცნობილი. ასე წარმოიშვა ქალაქი სახელად ევრიკ, ეს ქალაქი არ გავდა სხვა პატარა ქალაქებს აქ ყველაფერი უცნაური იყო, რადგან მასში ცხოვრობდნენ მხოლოდ მეცნიერები... ევრიკაში ნახავდით ყველაფერს, დაუვიწყარი სიყვარულიდან პროფესიულ კრახამდე, სიხარულიდან დეპრესიამდე, მათი პრობლემები ყოველ დღე მატულობდა. ამ ყველაფერს კი შესაძლოა საერთო საქმისთვის ხელი შეეშალა. იქ სადაც ადამიანის არამტკიცე ხასიათი და მეცნიერება ერთმანეთს შეეჯახება, ევრიკა იწყება... gadmowera
|